1. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. მერის პირველი მოადგილე ასრულებს მერის მოვალეობებს მერის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას.
2. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
3. მერის პირველი მოადგილე/მოადგილე ანგარიშვალდებულნი არიან მერის წინაშე.
4. მერის პირველ მოადგილეს და მოადგილეს ამ დებულებით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
5. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს საფინანსო, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურის სფეროებს, ხოლო მერის მოადგილე, სოციალურ, განათლების და კულტურის სფეროებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 30.01.2026
მუხლი 8. მერის პირველი მოადგილე და მოადგილე
თავი II — მერიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მ
- მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
- მუხლი 2. მერია
- მუხლი 3. მერიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები
- მუხლი 6. მერიის თანამდებობის პირები
- მუხლი 7. მუნიციპალიტეტის მერი
- მუხლი 9. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
- მუხლი 10. მერიის სტრუქტურა
- მუხლი 11. მერიის სამსახური
- მუხლი 12. მერიის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ფუნქციები
- მუხლი 13. სამსახურის განყოფილების უფროსი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 08/12/2017.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №29, 04.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016248 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.01.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3874418/muxli-8/