„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობების შემოღების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის №310 დადგენილებაში ცვლილების შეტანისა და თანმდევ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №548 |
|
2017 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობაში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების შესახებ“.
2. პირველი მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობაში შეიქმნას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.“;
ბ) მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო მინისტრმა განახორციელოს საქართველოს კონსტიტუციით, კანონებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით განსაზღვრული უფლებამოსილებები, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საქართველოს მთავრობის ცალკეული დავალებები.“.
3. მე-2 მუხლი ამოღებულ იქნეს.
|