შემოღებულ იქნეს მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები:
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ)
მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის;
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი;
დ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი;
ე)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო–ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებელი.
2.
დამტკიცდეს ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთები და გადახდის ინსტრუქციები:
ა)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №1);
ბ)
დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №2) და ქვითრის ფორმები (დანართი №3 და №4);
გ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია(დანართი №5);
დ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი№6);
ე)
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებული მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სახელმწიფო-ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია (დანართი №7)
მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 13.10.2023
მუხლი 1. 1
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის №2
- მუხლი 3. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 28 ნოემბრიდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ცნობის დღიდან
- მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
- მუხლი 2. მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტი
- მუხლი 3. მოსაკრებლის გადამხდელი
- მუხლი 4. მოსაკრებლის განაკვეთი
- მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის წესი და ვადები
- მუხლი 7. მშენებლობის ნებართვის გამცემის პასუხისმგებლობა
- მუხლი 9. ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
- მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
- მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2023. გამოქვეყნება: ვებგვერდი, 28/12/2017.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №60, 22.12.2017, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.109.016265 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3951588/muxli-1/