დებულებები
1. წინამდებარე
შეთანხმება
და
წინამდებარე
შეთანხმების
ნებისმიერი
ცვლილება
ძალაში
შედის
დიპლომატიური
ნოტების
გაცვლისას
ბოლო
შეტყობინების
თარიღიდან
, რომლითაც
მხარეები
ადასტურებენ
, რომ
თითოეულმა
მხარემ
დაასრულა
წინამდებარე
შეთანხმების
ძალაში
შესვლისთვის
საჭირო
საკუთარი
შიდასახელმწიფოებრივი
პროცედურები
.
2. თითოეულ
მხარეს
შეუძლია
შეწყვიტოს
წინამდებარე
შეთანხმება
, წინამდებარე
შეთანხმების
შეწყვეტის
შესახებ
საკუთარი
განზრახვის
მეორე
მხარისთვის
, ოთხმოცდაათი
დღით
ადრე
, დიპლომატიური
არხებით
, წერილობითი
შეტყობინების
გაგზავნის
გზით
.
3. წინამდებარე
შეთანხმების
შეწყვეტის
მიუხედავად
, უნდა
გაგრძელდეს
წინამდებარე
შეთანხმების
შესაბამისად
გაცვლილი
ან
სხვაგვარად
მიწოდებული
ყველა
საიდუმლო
ინფორმაციის
დაცვა
, აქ
მოცემული
დებულებების
შესაბამისად
.
რის
დასტურადაც
, შესაბამისი
მთავრობების
მიერ
სათანადოდ
უფლებამოსილმა
, ქვემორე
ხელმომწერებმა
ხელი
მოაწერეს
წინამდებარე
შეთანხმებას
.
შესრულებულია
ორ
დედნად
, ქ
. ვაშინგტონში
, 2017 წლის
9 მაისს
, ქართულ
და
ინგლისურ
ენებზე
, ორივე
ტექსტი
თანაბრად
ავთენტურია
. განმარტებისას
ნებისმიერი
განსხვავების
შემთხვევაში
, უპირატესობა
ენიჭება
ინგლისურ
ტექსტს
.
საქართველოს
მთავრობის
სახელით
:
ხელმოწერილია
ამერიკის
შეერთებული
შტატების
მთავრობის
სახელით
:
ხელმოწერილია
დანართი
საქართველოს
მიერ
შეერთებული
შტატებისთვის
მიწოდებული
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
დაცვის
პროცედურები
1. შეერთებული
შტატებისთვის
მიწოდებული
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
საქართველოს
საიდუმლო
ინფორმაცია
შეერთებულმა
შტატებმა
, მიღების
შემთხვევაში
, უნდა
დაიცვას
ქვემოთ
მოცემული
მინიმალური
პროცედურების
შესაბამისად
.
2. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხით
განსაზღვრული
ინფორმაციის
შენახვა
უნდა
მოხდეს
დალუქულ
კონტეინერებში
ან
დახურულ
ტერიტორიაზე
, რაც
უზრუნველყოფს
არაუფლებამოსილი
პერსონალის
მიერ
მისი
გაცნობის
პრევენციას
.
3. შეერთებული
შტატები
მიიღებს
დასაიდუმლოების
მიღმა
ყველა
შესაძლო
ზომას
, რათა
დაიცვას
საქართველოს
მიერ
მიწოდებული
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაცია
არაუფლებამოსილი
პირების
ან
ერთეულებისათვის
მისი
გამჟღავნებისგან
, საქართველოს
წინასწარი
წერილობითი
ნებართვის
გარეშე
.
4. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
ელექტრონული
შენახვა
, დამუშავება
ან
მიწოდება
, საჭიროების
მიხედვით
, უნდა
განხორციელდეს
მთავრობის
ან
კონტრაქტორის
მიერ
აკრედიტებული
სისტემების
გამოყენებით
. კერძოდ
, RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
შენახვის
, დამუშავების
ან
გადაცემის
მიზნით
ნებისმიერი
სისტემის
გამოყენებამდე
, მან
უნდა
მიიღოს
უსაფრთხოების
დადასტურება
, რომელიც
ცნობილია
, როგორც
„აკრედიტაცია
“. „აკრედიტაცია
“ არის
შესაბამისი
აკრედიტებელი
ორგანოს
მიერ
გაკეთებული
ოფიციალური
განაცხადი
, რითაც
დასტურდება
, რომ
სისტემის
გამოყენება
აკმაყოფილებს
უსაფრთხოების
შესაბამის
მოთხოვნებს
და
არ
ქმნის
გაუმართლებელ
რისკს
. „უსაფრთხოების
სტანდარტული
ოპერაციული
პროცედურები
“ არის
ტექნიკური
პროცედურები
, რითაც
, საიდუმლო
ინფორმაციის
დამმუშავებელი
ავტომატიზებული
საინფორმაციო
სისტემების
დაცვის
მიზნით
, ხორციელდება
კონკრეტული
ობიექტისთვის
დამახასიათებელი
უსაფრთხოების
პოლიტიკა
და
მოთხოვნები
. იზოლირებული
ავტომატიზებული
საინფორმაციო
სისტემების
შემთხვევაში
, როგორიცაა
შეერთებული
შტატების
სამთავრობო
დაწესებულებებში
გამოყენებული
სტაციონარული
და
პორტატული
კომპიუტერები
, მოთხოვნილი
„აკრედიტაციის
“ ფუნქციას
შეასრულებს
სისტემის
რეგისტრაციის
დოკუმენტი
, „უსაფრთხოების
სტანდარტულ
ოპერაციულ
პროცედურებთან
“ ერთად
. კონტრაქტორების
შემთხვევაში
, კონტრაქტში
არსებულ
„შეზღუდული
პირობების
მოთხოვნების
პუნქტში
“ უნდა
ჩაიდოს
საკომუნიკაციო
და
საინფორმაციო
სისტემების
გამოყენების
სახელმძღვანელო
წესი
.
5. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
მიწოდება
შეერთებული
შტატების
ფარგლებში
უნდა
განხორციელდეს
პირველი
კლასის
ფოსტით
, ერთი
დალუქული
ამანათით
. შეერთებული
შტატების
ფარგლებს
გარეთ
მიწოდება
უნდა
განხორციელდეს
ორმაგი
, დალუქული
ამანათით
, სადაც
შიდა
კონვერტზე
გაკეთდება
აღნიშვნა
: „GEORGIA RESTRICTED“. შეერთებულ
შტატების
ფარგლებს
გარეთ
მიწოდება
უნდა
განხორციელდეს
კონტროლირებადი
საშუალებებით
, როგორიცაა
კომერციული
კურიერი
ან
მხარეთა
მიერ
წერილობით
შეთანხმებული
სხვა
საშუალებები
.
6. შეერთებული
შტატების
დოკუმენტებს
, რომელიც
შეიცავს
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციას
, შეფუთვასა
და
პირველ
გვერდზე
უნდა
მიეთითოს
აღნიშვნა
: „GEORGIA RESTRICTED“. დოკუმენტების
ნაწილზე
, რომელიც
შეიცავს
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციას
, ასევე
, უნდა
მიეთითოს
აღნიშვნა
: „GEORGIA RESTRICTED“.
7. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
მიწოდება
ან
მისი
გაცნობა
შესაძლებელია
განხორციელდეს
ელექტრონულად
, ისეთი
ქსელის
მეშვეობით
, როგორიცაა
ინტერნეტი
, მხარეთა
მიერ
ორმხრივად
აღიარებული
სამთავრობო
ან
კომერციული
დაშიფვრის
მოწყობილობების
გამოყენებით
. თუ
დაშიფვრის
სისტემა
ხელმისაწვდომი
არ
არის
და
არსებობს
მიმწოდებელი
მხარის
ეროვნული
უსაფრთხოების
ორგანოს
დასტური
, შესაძლებელია
განხორციელდეს
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
შემცველი
სატელეფონო
საუბარი
, ვიდეოკონფერენცია
ან
ფაქსის
მეშვეობით
მიწოდება
.
8. კონტრაქტორს
არ
მოეთხოვება
საიდუმლო
ინფორმაციასთან
იურიდიული
პირის
დაშვება
ისეთი
კონტრაქტების
დასადებად
, რომლებიც
საჭიროებს
მხოლოდ
RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
საიდუმლო
ინფორმაციის
მიღებას
ან
შექმნას
.
9. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ასეთი
ინფორმაციის
გაცნობის
უფლება
შეიძლება
მიენიჭოს
მხოლოდ
იმ
ფიზიკურ
პირებს
, რომლებსაც
აქვთ
ინფორმაციის
გაცნობის
საჭიროება
. RESTRICTED საიდუმლოობის
ხარისხის
მქონე
ინფორმაციის
გაცნობა
არ
საჭიროებს
საიდუმლო
ინფორმაციასთან
ინდივიდუალურ
დაშვებას