თავი V — სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის შრომის ანაზღაურება
1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში.
2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოს უმაღლეს კოეფიციენტს.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3891 - ვებგვერდი, 14.12.2018წ.
საქართველოს 2024 წლის 7 მარტის კანონი №4084 – ვებგვერდი, 14.03.2024
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 07.03.2024-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 07.03.2024 კანონი №4084
- 06.12.2018 კანონი №3891
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (27.06.2024 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო 1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგო დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილის მიხედვით დადგენილი შესაბამისი ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფარგლებში. [მუხლი 18. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგო 1. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის (გარდა საქართველოს პარლამენტის წევრისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამისი საჯარო დაწესებულების საშტატო ნუსხაში. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტები დგინდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქართველოს პარლამენტის წევრის თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტის ზედა ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №3 დანართის №3 ცხრილით გათვალისწინებულ თანამდებობრივი სარგოს უმაღლეს კოეფიციენტს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/12/2017.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება