თავი V — მერიის მოხელეების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება და სამსახურებრივი კარიერის გავლა
1. მერიის მოხელის ვაკანსია გახსნილად მიიჩნევა:
ა) მერიის საშტატო ნუსხაში ახალი საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დამტკიცების მომდევნო დღიდან;
ბ) მერიის მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ძალაში შესვლის მომდევნო დღიდან, თუ გათავისუფლება არ განხორციელებულა შტატის შემცირების საფუძველზე;
2. ვაკანსია უნდა შეივსოს, როგორც წესი არაუგვიანეს გახსნიდან 3 თვის ვადაში
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება