1. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგს სკოლა ახორციელებს არანაკლებ სასწავლო წლის განმავლობაში ერთხელ.
2. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების წესი განისაზღვრება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. სკოლა შიდა მონიტორინგის ინსტრუმენტს შეიმუშავებს სამინისტროსა და მულტიდისციპლინური გუნდის რეკომნდაციის საფუძველზე.
4. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის ჯგუფს და განსაზღვრავს მის უფლებამოსილებებს.
5. ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის განხორციელების მიზნით შექმნილი ჯგუფი ადგენს ინკლუზიურ განათლებაზე განხორციელებული შიდა მონიტორინგის დასკვნას, რომელსაც დასკვნის შედგენიდან არაუგვიანეს 7 დღისა წარუდგენს სამინისტროს
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 34, №16/ნ, 21.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017477 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4007539/muxli-34/