მუხლი 5. პირის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა
თავი II — ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებამდე პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება
1. იმ შემთხვევაში, თუ პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასება ვერ შედგა პირის კანონიერი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზით, მულტიდისციპლინური გუნდი ადგენს შესაბამის ოქმს და უგზავნის პირის კანონიერ წარმომადგენელს, შესაბამის სკოლასა და სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოქმი არის სკოლის მიერ პირველ კლასში ჩასარიცხი მოსწავლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, პირის ჩარიცხვა სკოლაში ხორციელდება ჩარიცხვის წესის შესაბამისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №16/ნ, 21.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.017477 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4007539/muxli-5/