1. საჯარო აუქციონის ორგანიზებას ახორციელებს აუქციონატორი, მთავრობის დადგენილების მე-15 მუხლით და ამ წესის ამ მუხლით დადგენილი დამატებითი წესების შესაბამისად.
2. აუქციონატორი უზრუნველყოფს საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას - ახალგორის მუნიციპალიტეტის გაზეთში ,,ახალგორი“ და ვებ-გვერდებზე www.eauction.ge, www.akhalgori.org.ge
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) აუქციონატორის დასახელებას;
ბ) საჯარო აუქციონის პირობებს (პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში);
გ) საპრივატიზაციო ობიექტის დასახელებას;
დ) განაცხადის მიღების დაწყების, დამთავრების და საჯარო აუქციონის ჩატარების თარიღს;
ე) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბე-ს ოდენობას, რომელიც უნდა შეადგენდეს საწყისი საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 15%-ს და არაუმეტეს 80%-ს და რომლის მოქმედების ვადაც არანაკლებ 30 დღით უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდის ვადას; ბიჯის სიდიდეს (ბიჯის სიდიდეს მუნიციპალიტეტის ყოველი კონკრეტული ქონებისათვის განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო); საჯარო აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი განისაზღვროს 10 (ათი) ლარის ოდენობით;
ვ) განაცხადის მიღების ადგილს (აუქციონატორის მისამართი) და საკონტაქტო ინფორმაციას;
ზ) მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაცია
მთავარი მონაცემები
განაკვეთი15%
განაკვეთი80%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 15. საჯარო აუქციონის ორგანიზება— მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
მუხლი 15. საჯარო აუქციონის ორგანიზება— ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №2, 05.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.150.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4046404/muxli-6/