1.ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონება, რომელიც გადაცემულია აღნაგობის, უზუფრუქტის, ქირავნობის, იჯარის, თხოვებისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვა ფორმებით, სარგებლობის ხელშეკრულების ვადის დამთავრების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს ახალგორის მუნიციპალიტეტს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნაგობის შემთხვევაში საკითხი რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესამაბისად. თუ „-----------“ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ არ დააბრუნებს ---------- აღებულ ქონებას, მაშინ „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს დათქმული ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის. „მესაკუთრეს“ შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც.
2.სარგებლობაში გადაცემული ქონების გამოყენებით შექმნილი პროდუქცია, შემოსავალი, აგრეთვე ამ შემოსავლის ხარჯზე შეძენილი ქონება ეკუთვნის „---------------“.
3. სარგებლობაში გადაცემული ქონების მიმღების საკუთრებაა, სარგებლობაში გადაცემული ქონების მთელი ის გაუმჯობესებული ნაწილი, რომელიც მან შეძლო საკუთარი და მასთან გათანაბრებული სხვა სახსრებით და რომელთა გამოყოფა შეიძლება სარგებლობაში გადაცემული ქონების დაუზიანებლად. იმ შემთხვევაში, თუ ქონების ნაწილის გამოყოფა ქონებისაგან შეუძლებელია, სარგებლობაში გადაცემული დაუზიანებლად, მათი ღირებულება „მესაკუთრის“ მიერ არ ანაზღაურდებ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ახალგორის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების დამატებითი წესების, აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის, სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 8, №2, 05.02.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.150.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4046404/muxli-8-2/