თავი XV — საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების აღრიცხვა, სისტემატიზაცია, გამოქვეყნება და ძალაში შესვლა
1. საკრებულო, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებაზე, მერიის საქმიანობაზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობაზე, თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასა და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელების ფორმებია:
ა) საკრებულოს წევრის მიერ კითხვის დასმა;
ბ) ინფორმაციის გამოთხოვა;
გ) ანგარიშის მოსმენა;
დ) დამოუკიდებელი აუდიტი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 11/04/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება