საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2177
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024916
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/04/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2177

2017 წლის 19 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იუსტიციის სახლის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის გაცემის შესახებ
 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − იუსტიციის სახლს მიეცეს თანხმობა, მის სარგებლობაში არსებული, ქ. თბილისში, სანაპიროს ქ. №2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1-ის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.18.03.003.030) ნულოვანი სართულიდან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) წლის ვადით, აუქციონის გარეშე, იჯარის უფლებით გადასცეს:

ა) სს „ლიბერთი ბანკს“ (ს/ნ: 203828304) 35.63 კვ.მ ფართი, რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 7126 (შვიდი ათას ას ოცდაექვსი) ლარს;

ბ) შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას“ (ს/ნ: 205130464) 86.67 კვ.მ ფართი, რომლის მიერ ყოველთვიურად გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 17334 (ჩვიდმეტი ათას სამას ოცდათოთხმეტი) ლარს.

პრემიერ-მინისტრი                                                                                     გიორგი კვირიკაშვილი