„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№75
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 12/03/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №75

2010 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 15 მაისის №129 დადგენილების (სსმ III, 2008 წელი, №75, მუხლი 811) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„3. ადგილობრივი მოსახლეობის პირადი მოხმარებისათვის სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მიზნით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო სამმართველოს შესაბამისი ორგანოები, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილი არიან აღრიცხონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე მიწაზე დაყრილი მოთხრილი, მოტეხილი, ქარტეხილი ხე-ტყე და აღნიშნული ხე-ტყიდან სამასალე მერქანი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე (ხოლო აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – ადგილობრივი მოსახლეობის მიერ პირადი მოხმარების მიზნით სამასალე მერქნის მისაღებად განცხადების წარდგენისა და განხილვისათვის აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების მიერ დადგენილი პროცედურებით), გასცენ ადგილობრივი მოსახლეობის თითოეულ კომლზე არა უმეტეს 5 კუბ. მ-ის ოდენობისა.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ნ. გილაური