1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. ამ კანონის მოქმედება თანაბრად ვრცელდება კონცესიასა და არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლისა და IV თავისა.
3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე და ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე მათში შეტანილ ცვლილებებზე.
4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებასა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე.
საქართველოს 2020 წლის 23 ივნისის კანონი №6357 – ვებგვერდი, 01.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 23.06.2020-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 23.06.2020 კანონი №6357
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (24.05.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პრინციპებს, შესაბამის ინსტიტუციურ სისტემას, აგრეთვე საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება თანაბრად ვრცელდება კონცესიასა და არაკონცესიურ საჯარო და კერძო თანამშრომლობაზე, გარდა ამ კანონის მე-15 მუხლისა და IV თავისა. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება მის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზე და ასევე ამ კანონის ამოქმედებამდე მათში შეტანილ ცვლილებებზე. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს სარკინიგზო კოდექსით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ სარკინიგზო სატრანსპორტო მომსახურებასა და საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულებაზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/05/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება