1. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულად ცხადდება შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს (მათი არსებობის შემთხვევაში) და რომლის წინადადება, შესარჩევი კომისიისა და საქართველოს მთავრობის შეფასებით, შეიცავს საუკეთესო პირობებს სხვა მონაწილეთა წინადადებებთან შედარებით.
2. კონცესიონერის შერჩევის პროცესში გამარჯვებულ მონაწილესთან საჯარო და კერძო თანამშრომლობის ხელშეკრულება იდება შერჩევის პროცესის დოკუმენტაციითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 04.05.2018).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 24/05/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება