კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან სოციალური მუშაობა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისადმი − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას;
ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით მასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი საჭიროებების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მისთვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებას, მისი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევების მართვას;
გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, მის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, განრიდების პროგრამების ფარგლებში მისი ინდივიდუალური საქმის მართვას;
დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთან რეფერალის სისტემის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას;
ე) მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას;
ვ) პენიტენციური კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4005 – ვებგვერდი, 26.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4005
- 29.11.2019 კანონი №5391
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 17. სოციალური მუშაობა კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთან სოციალური მუშაობა გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისადმი − სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ − პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის კონსულტაციების გაწევას, მოწყვლადი ჯგუფების გამოვლენას და მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; ბ) მსჯავრდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილების მიზნით მასთან დაკავშირებული რისკებისა და მისი საჭიროებების შეფასებას, ინდივიდუალური გეგმის შედგენას, მისთვის სარეაბილიტაციო მომსახურების მიწოდებას, მისი რეაბილიტაციის პროცესის ზედამხედველობას, კრიზისული შემთხვევების მართვას; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის სოციალური გარემოს, უნარებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლას, მის შესახებ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით ინფორმაციის მიღებას, განრიდების პროგრამების ფარგლებში მისი ინდივიდუალური საქმის მართვას; დ) დანაშაულის ჩადენის რისკის ქვეშ მყოფ პირთან რეფერალის სისტემის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით მუშაობას; ე) მსჯავრდებული არასრულწლოვნისა და სრულწლოვნის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობას; ვ) პატიმრობისპენიტენციური კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებასგანხორციელებასა და მოვალეობების შესრულებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური მუშაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/06/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება