1. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები.
2. სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები.
3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე ამ კანონის დებულებები ვრცელდება, თუ პენიტენციური კოდექსით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5391 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4005 – ვებგვერდი, 26.12.2023წ.
თავი II
სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპე
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 15.12.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 15.12.2023 კანონი №4005
- 29.11.2019 კანონი №5391
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სოციალური მუშაობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და მათ საფუძველზე გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტები. 2. სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებები. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სოციალურ მუშაკზე ვრცელდება ამ კანონის დებულებები,დებულებები ვრცელდება, თუ პატიმრობისპენიტენციური კოდექსით, „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და აღნიშნული კანონების საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი. თავი II სოციალური მუშაობის ძირითადი პრინციპებიპრინციპე
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური მუშაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/06/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება