1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს:
ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას;
ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას;
გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოციალურ-პედაგოგიური დახმარების გაწევას;
დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას;
ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3847 – ვებგვერდი, 15.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3847
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 54. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის, მათი მშობლებისათვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისათვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას; ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას; გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოციალურ-პედაგოგიური დახმარების გაწევას; დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას; ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. [მუხლი 54. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილებები 1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია ჩაატაროს სოციალური მუშაობა განათლების სფეროში. იგი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, სოციალური მუშაკების მონაწილეობით ზრუნავს სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებასა და შესაბამისი ინიციატივების შემუშავებაზე. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობა გულისხმობს: ა) ფსიქოსოციალური პრობლემების, ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის, მათი მშობლებისთვის, თანაკლასელებისა და მასწავლებლებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდებას; ბ) მოსწავლეთა ცნობიერების ასამაღლებლად და ჩაგვრის აღმოსაფხვრელად მუშაობას; გ) სამოქალაქო ინტეგრაციის მიზნით მოსწავლისთვის სოციალურ-პედაგოგიური დახმარების გაწევას; დ) მოწყვლადი მოსწავლეების ან/და მოსწავლეთა ჯგუფების იდენტიფიცირებას და მათ შესაბამის მომსახურებაში ჩართვას; ე) ძალადობისა და უგულებელყოფის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე შესაბამის რეაგირებას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სოციალური მუშაობის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 29/06/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება