მუხლი 54. ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძვლები
თავი VII — ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების შიფრაციის დახურული გასაღებისა და შესაბამისი სერტიფიკატის შენახვისა და ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციის მომსახურების წესი
განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების დეშიფრაციაზე, თუ:
ა) განცხადებაში არ არის მითითებული განცხადების მატერიალურად წარმოდგენაზე უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები, ამ წესის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, ან განცხადებაში მითითებული პირისა და სააგენტოში განცხადების უშუალოდ წარმომდგენი პირის მონაცემები სხვადასხვაა;
ბ) შეუძლებელია განმცხადებლის მიერ წარდგენილი, ელექტრონული დოკუმენტიდან ამოღებული, დაშიფრული ელექტრონული ხელმოწერის ბიომეტრიული მონაცემების გაშიფვრა.
თავი VIII
ელექტრონულ დოკუმენტზე შესრულებული ხელმოწერის/შტამპის უტყუარობის დადგენის გაცემისა და მომსახურების მიწოდების წესე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სანდო და კვალიფიციური სანდო მომსახურების მიწოდების, კრიპტოგრაფიული გასაღებების სერტიფიკატის შექმნის, გაცემისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 54, №315, 29.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016814 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.10.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4240656/muxli-54/