1. ნებართვის გამცემი ვალდებულია კონკურსში გამარჯვებულის მიერ წინამდებარე წესით დადგენილი ყველა პირობის შესრულების შემთხვევაში გასცეს შესაბამისი სანებართვო მოწმობა.
2. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, 1 (ერთი) წლის ვადით. ნებართვა ძალაშია საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად მის გაუქმებამდე.
3. ახალი კონკურსით გამოვლენილი გამარჯვებულისთვის ნებართვის მინიჭებამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია ნებართვა მიანიჭოს თავის მიერ შერჩეულ გადამზიდველს ამ წესის შესაბამისად დადგენილი პირობებით.
4. ნებართვის მაძიებელს შეუძლია განახორციელოს ნებართვით გათვალისწინებული ქმედება მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებისა და სანებართვო მოწმობის მიღების შემდეგ.
5. ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მოწმობის აღდგენამდე განახორციელოს სანებართვო ქმედება შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის საფუძველზ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობების, ნებართვის გაცემისა და ფასის გადახდის წესის, სანებართვო მოწმობის, უწყებრივი სანებართვო რეესტრის (ჟურნალის) და კონკურსის წესით გამოვლენილ გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ფორმების და სანებართვო მოწმობის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №50, 28.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 310150000.35.132.016398 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.10.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4240915/muxli-20/