1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ორგანიზებას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს.
2. ეს კანონი გამოიყენება საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილი/მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ან ინციდენტის შემთხვევაში, თუ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და თავდაცვის კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3516 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3516
- 22.12.2018 კანონი №4067
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.09.2022 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და სამართლებრივი საფუძვლები 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის ორგანიზებას, სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებებს, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებებს, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს. 2. ეს კანონი გამოიყენება საგანგებო მდგომარეობისა და საომარი მდგომარეობის დროს წარმოქმნილი/მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ან ინციდენტის შემთხვევაში, თუ „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ დასაქართველოს „საომარიკანონითა მდგომარეობისდა შესახებ“თავდაცვის საქართველოსკოდექსით კანონებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მოქმედი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტები.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/07/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება