1. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები ნორმატიული აქტის პროექტი, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც ადგენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, უნდა შეთანხმდეს სამინისტროსთან. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისაღებ ნორმატიულ აქტზე სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
2. სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის, სახანძრო ჰიდრანტების მოწყობისა და ექსპლუატაციის საკითხები, განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის − სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4067
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების სამართლებრივი რეგულირება 1. საქართველოს მთავრობის მიერ მისაღები,მისაღები ნორმატიული აქტის პროექტი, აგრეთვე საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოსაცემი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც ადგენს სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებს, უნდა შეთანხმდეს საგანგებოსამინისტროსთან. სიტუაციების მართვის სამსახურთან. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მისაღებ ნორმატიულ აქტზე სამართლებრივი ზედამხედველობა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად. 2. სახანძრო უსაფრთხოების ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის, სახანძრო ჰიდრანტების მოწყობისა და ექსპლუატაციის საკითხები, განისაზღვრება „ტექნიკური რეგლამენტის − სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/07/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება