1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შედგება სტრუქტურული დანაყოფებისგან, რომლებშიც მუშაობენ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო). სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები.
4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4067
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (06.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტატუსი 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც კოორდინაციას უწევს ეროვნული სისტემის ფუნქციონირებას და პასუხისმგებელია სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან,დანაყოფებისგან, რომლებშიც მუშაობენ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილებები, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დებულებით, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოსმინისტრი. მთავრობა. 3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში შეიძლებამოქმედებს იყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი,პირი რომელსაც− აფუძნებსსახელმწიფო საქართველოსრეზერვებისა მთავრობა.და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (შემდგომ − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო). სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები. 4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/07/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება