„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№374
სარეგისტრაციო კოდი
010240010.10.003.020690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2018 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 თებერვლის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/02/2018, 010240010.10.003.020392) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. პროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის დადებითი პოზიცია, მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრების, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ასევე შესაბამისი დარგობრივი მინისტრის დადებითი პოზიციების დაფიქსირება.“.

2. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მთავრობის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მთავრობის არანაკლებ 8 წევრისა.“.

3. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კანონპროექტი შეთანხმებულად ითვლება, ხოლო შეთანხმების პროცედურა – დასრულებულად, თუ „ელექტრონული მთავრობის“ პროგრამაში დაფიქსირდა არანაკლებ მთავრობის 8 წევრის ან სამინისტროს, სახელმწიფო მინისტრის აპარატის საპარლამენტო მდივნის დადებითი პოზიცია („თანახმა ვარ“ ან „ვეთანხმები შენიშვნით“), მათ შორის, სავალდებულოა საქართველოს  იუსტიციის  მინისტრის, ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ან აღნიშნული სამინისტროების საპარლამენტო მდივნების დადებითი პოზიცია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 24 ივლისიდან.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე