1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება):
ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება;
ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა.
2. მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება.
3. თუ ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობა არ არსებობს, მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების ფარგლებში შეუძლია მშენებლობის ნებართვის მაძიებელს, მოითხოვოს შემდგომი სტადიისათვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.07.2018).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.10.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 101. მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები 1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება; ბ) II სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. 2. მშენებლობის ნებართვის გაცემის თითოეულ სტადიაზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. 3. თუ ამ კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული წინაპირობა არ არსებობს, მხოლოდ მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობების ფარგლებში შეუძლია მშენებლობის ნებართვის მაძიებელს, მოითხოვოს შემდგომი სტადიისათვის დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების დაწყება. [ მუხლი 1011 . მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების თაობაზე განცხადების წარდგენისა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებისას და ამ ნებართვის გაცემის მიზნით გამოიყენოს მხოლოდ პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატური საშუალებები. 2. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტადიის თაობაზე ელექტრონული განცხადების წარმოდგენა დაადასტუროს ამ განცხადების ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციით და მისთვის სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია ავტომატურად აისახება საკადასტრო რუკაზე, უძრავ ნივთზე (საკადასტრო ერთეულზე) იდენტიფიცირებული სახით და საჯაროდ ქვეყნდება. 4. მშენებლობის ნებართვა/მშენებლობის შეტყობინება (მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტადიის თაობაზე გადაწყვეტილება) გაიცემა მართვის ავტომატური საშუალების გამოყენებით და ქვეყნდება საჯაროდ შესაბამის პორტალზე. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 თებერვლიდან) ]დაწყებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-1360(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.05.2026
…ან/და შეკეთების დროს (მე-3 მუხლის „წ“ ქვეპუნქტი), ხოლო რეკონსტრუქცია − არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით (მე-3 მუხლის „ჰ1“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 101-ე მუხლით განსაზღვრულია მშენებლობის ნებართვის გაცემის სტადიები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ…
- საქმე №ბს-1373(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
…შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას. II−IV კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას. კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა ორ სტადიად, გარდა ამ კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა (სამსტადიიანი წარმოება): ა) I სტადია − მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება;
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება