თავი XIV — სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება და აღსრულების ინსტრუმენტები
1. სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით.
2. ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს:
ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი;
ბ) უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი;
გ) შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან მოსარგებლე − თუ ვერ დგინდება მშენებლობის განმახორციელებელი პირი;
დ) უნებართვო მშენებლობის განხორციელებისას, თუ მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, − უნებართვო მშენებლობის განმახორციელებელი პირი, ხოლო თუ ეს პირი ვერ დგინდება − მიწის ნაკვეთით მოსარგებლე;
ე) მესაკუთრე, რომლის შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, გარდა კულტურული/არქიტექტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობისა, რომლის რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის შესახებ მესაკუთრემ მიმართა შესაბამის ორგანოს და ვერ მიიღო საჭირო ნებართვა.
3.თუ პირი, რომელსაც დადგენილების საფუძველზე დაევალა/ დაევალებოდა უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, გარდაიცვალა, ამ დავალების შესრულების ვალდებულება გადადის შესაბამისი შენობა-ნაგებობის ან/და სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე. იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში აღნიშნული დავალების შესრულების ვალდებულება გადადის მის სამართალმემკვიდრეზე (არსებობის შემთხევაში).
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5693
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(16)
- საქმე №ბს-570(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2026
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის პირველ, მე-2, 122-ე, 123-ე, 124-ე, 125-ე და 131-ე მუხლებზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 სექტემბრის №28-94 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის…
- საქმე №ბს-793(3კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.02.2026
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის’ ’ 122-ე, 123-ე, 124-ე, 131-ე მუხლებზე და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ავტოფარეხი საკადასტრო კოდით...
- საქმე №ბს-530(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.01.2026
…ჯ. ხ-ის საკუთრების უფლება. შესაბამისად, 2018 წლის 29 მარტს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მართებულად მიიჩნია სამართალდამრღვევად ქ. თბილისში,...ის ქ. №...-ში ს/კ...-ის მესაკუთრე ჯ. ხ-ი. ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ საქართველოს კანონის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად,…
- საქმე №ბს-1247(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2025
რაც შეეხება იმას, თუ ვინ შეიძლება იყოს სამშენებლო სამართალდამრღვევი, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე მუხლის პირველის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის XIV და XV თავების მიზნებისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევი შეიძლება იყოს: ა) მშენებლობის ნებართვის მფლობელი;
- საქმე №ბს-79(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2025
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 122-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის ამ კოდექსის XV თავით 12 გათვალისწინებული ქმედება, რომლის საქმის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ამ თავით დადგენილი წესით.
- საქმე №ბს-1287(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 08.07.2025
- საქმე №ბს-59(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
- საქმე №ბს-25(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.06.2025
- საქმე №ბს-445(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.03.2025
- საქმე №ბს-257(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2025
- საქმე №ბს-948(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2025
- საქმე №ბს-1080(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 23.10.2024
- საქმე №ბს-193(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2024
- საქმე №ბს-60(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-96(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №050310019003136784 · ოზურგეთის რაიონული სასამართლო · 12.12.2019
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება