1. მშენებლობის შეჩერების შესახებ მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას:
ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 50 000 ლარის ოდენობით;
[ა) საქართველოს ტყის კოდექსითა და „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ან/და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში – 50 000 ლარის ოდენობით;
(
ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)
]
ბ) ქალაქში:
ბ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 5 000 ლარის ოდენობით;
ბ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 25 000 ლარის ოდენობით;
გ) დაბაში ან სოფელში:
გ.ა) I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას – 1 000 ლარის ოდენობით;
გ.ბ) III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 10 000 ლარის ოდენობით.
2. (ამოღებულია - 20.12.2019, №5693).
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ჯარიმა გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ტერიტორია იმავდროულად არ შედის იმავე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ტერიტორიაში.
4. მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის მიზნით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, არანაკლებ თვეში ერთხელ შეამოწმოს შესაბამისი მშენებლობა.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 22 მაისის კანონი №5967 – ვებგვერდი, 28.05.2020წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2484 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3436 – ვებგვერდი, 20.07.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.06.2023 კანონი №3436
- 22.12.2022 კანონი №2484
- 22.05.2020 კანონი №5967
- 20.12.2019 კანონი №5693
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ბს-946(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.03.2025
…მითითებით დადგენილი პირობები სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსასწორებლად, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. იმავე კოდექსის 124-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ…
- საქმე №ბს-1201(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.12.2024
ამავე დადგენილებით მხარეს განემარტა, რომ საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 136-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მშენებლობის შეჩერების შესახებ საჯარო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
- საქმე №ბს-432(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.09.2024
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება შემოწმების აქტის შედგენით იწყება ამ კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის არსებობისას. ამავე კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის შეჩერების შესახებ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება