1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: ქვეყნის მთელი ტერიტორიის სივრცითი მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვედა დონეზე კოორდინირებული სივრცის დაგეგმარების განხორციელების წინაპირობების შექმნა.
2. სივრცის დაგეგმარების სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად შესაძლებელია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს ისტორიულ-კულტურული, ეკონომიკური ან/და სხვა ნიშნით იდენტიფიცირებული გეგმარებითი ერთეული.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმარებითი ერთეულისთვის სააგენტო ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შეიმუშავებს და სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სივრცის დაგეგმარების გეგმას.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 03.09.2025 კანონი №952
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (03.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 15. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანები 1. საქართველოს სივრცის დაგეგმარების გეგმის ამოცანებია: ქვეყნის მთელი ტერიტორიის სივრცითი მოწესრიგება, განვითარება და სათანადო უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვედა დონეზე კოორდინირებული სივრცის დაგეგმარების განხორციელების წინაპირობების შექმნა. 2. სივრცის დაგეგმარების სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად შესაძლებელია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს ისტორიულ-კულტურული ნიშნით ან/და ეკონომიკური ნიშნით იდენტიფიცირებული გეგმარებითი ერთეული. [2. სივრცის დაგეგმარების სპეციალური ამოცანების გადასაწყვეტად შესაძლებელია საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს ისტორიულ-კულტურული, ეკონომიკური ან/და სხვა ნიშნით იდენტიფიცირებული გეგმარებითი ერთეული. (ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან) ] 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმარებითი ერთეულისთვის საქართველოს მთავრობა ამტკიცებს შესაბამის სივრცის დაგეგმარების გეგმას, რომლის შემუშავებისთვის მოქმედებს ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. [3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გეგმარებითი ერთეულისთვის სააგენტო ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შეიმუშავებს და სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა ამტკიცებს სივრცის დაგეგმარების გეგმას. (ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან) ]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება