თავი VI — ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვა და მისი განხორციელების ძირითადი ინსტრუმენტები
1. დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სხვა სუბიექტთან დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მაგალითად, ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან/და მისი მოწესრიგების თაობაზე).
2. ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირებისმიერ შესაძლებელია ინიციირებულ იქნეს ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება კერძო დაფინანსებით. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ორგანოსა და ინიციატორს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას სახელმწიფო შესყიდვებთან და კონკურსთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით.
[
3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას საჯარო შესყიდვასა და კონკურსთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით.
(ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)]
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადებისას განისაზღვრება შესაბამისი დავალების შესრულების ვადა. ეს ვადა განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვით.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2577 – ვებგვერდი, 27.02.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4426 - ვებგვერდი, 23.09.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 3 სექტემბრის კანონი №952– ვებგვერდი, 05.09.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 03.09.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 03.09.2025 კანონი №952
- 05.09.2024 კანონი №4426
- 09.02.2023 კანონი №2577
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (03.09.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 47. ადმინისტრაციული ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობით საკითხებთან დაკავშირებით 1. დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით კერძო სამართლის სუბიექტთან დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მაგალითად, ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან/და მისი მოწესრიგების თაობაზე). [1. დაგეგმვის უფლებამოსილების მქონე ორგანოს შეუძლია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სხვა სუბიექტთან დადოს ადმინისტრაციული ხელშეკრულება (მაგალითად, ხელშეკრულება ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავების, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელების, ინფრასტრუქტურის მშენებლობის ან/და მისი მოწესრიგების თაობაზე). (ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან) ] 2. ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირებისმიერ შესაძლებელია ინიციირებულ იქნეს ცალკეული ტერიტორიის განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება კერძო დაფინანსებით. უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ ორგანოსა და ინიციატორს შორის იდება შესაბამისი ხელშეკრულება. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას სახელმწიფო შესყიდვებთან და კონკურსთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით. [ 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას საჯარო შესყიდვასა და კონკურსთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება შესაბამისი სფეროს კანონმდებლობით. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ხელშეკრულების დადებისას განისაზღვრება შესაბამისი დავალების განხორციელების ვადა. ეს ვადა განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით. [4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადებისას განისაზღვრება შესაბამისი დავალების შესრულების ვადა. ეს ვადა განაშენიანების დეტალური გეგმის შემთხვევაში 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 12 თვით. (ამოქმედდეს 2025 წლის 4 ნოემბრიდან) ]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება