თავი VIII — მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება
1. იმ მიწის ნაკვეთზე, რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარეობს და რომელზეც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმა, მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაში) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზე, თუ ის გამოყენების სახეობის, განაშენიანების პარამეტრების, განაშენიანების სახეობის და მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობის განთავსების თვალსაზრისით შეესაბამება განაშენიანების არსებულ გარემოს და არ ეწინააღმდეგება სამეზობლო ინტერესებს.
2. განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დგინდება ამ კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლებითა და ძირითადი დებულებებით დადგენილი წესების შესაბამისად.
3. კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ფუნქციური ზონის/ფუნქციური ქვეზონის ან/და განაშენიანების არსებული გარემოს შესაბამისად. ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ასევე ნებადართულია ამ კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისა
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.07.2018).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 67. განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარე მიწის ნაკვეთი 1. იმ მიწის ნაკვეთზენაკვეთზე, , რომელიც განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მდებარეობს და რომელზეც არ ვრცელდება განაშენიანების დეტალური გეგმაგეგმა, , მშენებლობის ნებართვა შეიძლება გაიცეს მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმის (არსებობის შემთხვევაშიშემთხვევაში) ) და ძირითადი დებულებების მოთხოვნათა საფუძველზესაფუძველზე, , თუ ის გამოყენების სახეობისსახეობის, , განაშენიანების პარამეტრებისპარამეტრების, , განაშენიანების სახეობის და მიწის ნაკვეთზე შენობაშენობა-ნაგებობის -ნაგებობის განთავსების თვალსაზრისით შეესაბამება განაშენიანების არსებულ გარემოს და არ ეწინააღმდეგება სამეზობლო ინტერესებსინტერესებს. . 2. განაშენიანების ჩამოყალიბებულ სისტემაში მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები დგინდება ამ კოდექსის 103-ე და 104-ე მუხლებითა და ძირითადი დებულებებით დადგენილი წესების შესაბამისადშესაბამისად. . 3. კერძო საკუთრებაში არსებულ სასოფლოსასოფლო-სამეურნეო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დასაშვებია ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ფუნქციური ზონისზონის/ფუნქციური /ფუნქციური ქვეზონის ანან/და /და განაშენიანების არსებული გარემოს შესაბამისადშესაბამისად. . ასეთ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ასევე ნებადართულია ამ კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად .შესაბამისა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-1006(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
საკასაციო პალატა მიუთითებს კასატორის მიერ ყურადღებაგამახვილებულ საკანონმდებლო რეგულაციაზე, კერძოდ, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 46-ე, 67-ე მუხლებზე,,,ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 03 ივნისის №261 დადგენილების 41-ე,…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება