1. საჭიროების შემთხვევაში, ინტერესთა შეჯერების პროცესში წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ალტერნატიული გადაწყვეტები.
2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.07.2018).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. ინტერესთა შეჯერების პრინციპი 1. საჭიროების შემთხვევაშიშემთხვევაში, , ინტერესთა შეჯერების პროცესში წარმოდგენილი და გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის ალტერნატიული გადაწყვეტებიგადაწყვეტები. . 2. სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესისა და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება .დაბალანსებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-59(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
№255 დადგენილებით დამტკიცებული „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების“ დანართი №1-ის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ასკ-ის მე-9 და 22-ე მუხლები. შესაბამისად, სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე მშენებლობის განხორციელებისათვის პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება მშენებლობის მწარმოებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა.
- საქმე №ბს-1112(კ-18) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 26.01.2021
…ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის პროცესში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს ყველა მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის და კერძო ინტერესის შეწონასწორება და დაბალანსება (იდენტურ ვალდებულებას აწესებს ამჟამად მოქმედი „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-9 მუხლი). დაგეგმვა არის კომპლექსური პროცესი, სადაც მრავალი ინტერესი იყრის თავს, რომელიც ერთმანეთთან უნდა შეჯერდეს და დაბალანსდეს, რაც გეგმარებითი უფლებამოსილების სამართლიანად განხორციელების აუცილებელი პირობათაგანია.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება