1. I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
2. II−IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებას.
3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულება.
4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვს, მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლად, დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.07.2018).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 94. მშენებლობის შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებისადმი დაქვემდებარებული შენობაშენობა-ნაგებობის -ნაგებობის მშენებლობა 1. I კლასის შენობაშენობა-ნაგებობის -ნაგებობისმშენებლობა, მშენებლობა , ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდაგარდა, , ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებასშეტყობინებას. . 2. II−IV კლასის შენობაშენობა-ნაგებობის -ნაგებობისმშენებლობა, მშენებლობა , ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდაგარდა, , ექვემდებარება მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულებასვალდებულებას. . 3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში II კლასის შენობაშენობა-ნაგებობის -ნაგებობის მშენებლობისთვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვსაქვს, , მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლადნაცვლად, , დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ვალდებულებავალდებულება. . 4. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ან მის ნაწილში I კლასის შენობაშენობა-ნაგებობის -ნაგებობის მშენებლობისთვის ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლება აქვსაქვს, , მშენებლობის მარტივი შეტყობინების ვალდებულების ნაცვლადნაცვლად, , დაადგინოს მშენებლობის დეტალური შეტყობინების ან მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულება .ვალდებულებ
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(10)
- საქმე №ბს-1301(2კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 12.03.2026
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებს,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 94-ე, 95-ე, 96-ე, 125-ე, 127-ე მუხლებზე, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სამართალდარღვევა ჩადენილია 2019 წლის 15 იანვრამდე.
- საქმე №ბს-59(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.07.2025
კასატორი მიუთითებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და მათ საფუძვლად არსებულ მტკიცებულებებზე, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი გამართულობის დადასტურების მიზნით, კასატორმა მოიხმო საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 93-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 95-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 96-ე მუხლის მე-6 ნაწილი, 122-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 125-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი,
- საქმე №ბს-1373(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 10.04.2025
…მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, შენობა - ნაგებობის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია მშენებლობის შეტყობინება ან მშენებლობის ნებართვა, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე კოდექსის 94-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, I კლასის შენობა - ნაგებობის მშენებლობა, ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ექვემდებარება მშენებლობის მარტივ შეტყობინებას.
- საქმე №ბს-1210(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2024
საკასაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 94-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებას ადმინისტრაციულ…
- საქმე №ბს-901(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2024
შესაბამისად ცალსახაა, რომ მიშენებაზე ჩატარებულია რეკონსტრუქცია (არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილის არსობრივი შეცვლა მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისებრივი განახლების მიზნით), რაც საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას ( კოდექსის 94.2 მუხლი). საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ 2020 წლის 09 სექტემბერს თ.ც-ის მიმართული ჰქონდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის…
- საქმე №ბს-175(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.06.2024
- საქმე №ბს-60(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.05.2024
- საქმე №ბს-1006(კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 01.02.2024
- საქმე №ბს-943(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.12.2023
- საქმე №ბს-299(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.05.2023
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება