თავი V — მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სამსახურების საქმისწარმოების დოკუმენტები
1. რეკვიზიტი ,,მუნიციპალიტეტის გერბი“ გამოიყენება:
ა) სამართლებრივი აქტების ბლანკებზე;
ბ) წერილების ბლანკებზე;
გ) ცნობების ბლანკებზე;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერისა და მერის წარმომადგენლის ბეჭდებზე.
2. მუნიციპალიტეტის გერბი დოკუმენტების ბლანკებზე დაიტანება ფურცლის ზედა ცენტრალურ ადგილზე. გერბის ზემოთ რაიმე წარწერის ან სიმბოლოს დატანა დაუშვებელია.
3. საქმისწარმოების დოკუმენტებზე და ბეჭდებზე გამოყენებული გერბი ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების (გერბისა და დროშის) დამტკიცების თაობაზე” საკრებულოს დადგენილებაში მოცემულ გერბის აღწერილობა
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — აბაშის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელის დამტკიცების თაობაზე, კონსოლიდირებული რედაქცია 10.08.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 14/08/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება