1. ტრანსპორტირების ლიცენზიატმა მიღების ან მიწოდების ყოველ ახალ პუნქტს ექსპლუატაციაში მიღებამდე უნდა მიანიჭოს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, მის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.
2. საიდენტიფიკაციო კოდები გამოყენებული უნდა იყოს შესაბამის პუნქტებთან დაკავშირებით ტრანსპორტირების ლიცენზიატსა და სისტემით მოსარგებლეებს შორის კომუნიკაციის დროს, შესაბამის პუნქტებზე მითითების მიზნით
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „ბუნებრივი გაზის ქსელის წესების“ დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 07/09/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება