1. თუ არ წარმოიშვა ან შესრულდა იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულება ან შეწყდა ამ ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები, იმპორტის გადასახდელის გადახდის უზრუნველსაყოფად წარდგენილი გარანტია უქმდება.
2. თუ იმპორტის გადასახდელი ნაწილობრივ გადახდილია ან შესაძლოა წარმოიშვას იმპორტის გადასახდელის მხოლოდ ნაწილის გადახდის ვალდებულება, პირის განცხადების საფუძველზე უქმდება საგარანტიო თანხის შესაბამისი ნაწილი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართელოს კანონის პროექტი - საქართველოს საბაჟო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 13/09/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება