თავი IX — პროფესიული განათლების, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამისა და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დაფინანსება და საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა
1. კოლეჯი უფლებამოსილია ამ კოლეჯის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ სამეწარმეო იურიდიული პირის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაფუძნების შემთხვევაში კოლეჯი უნდა ფლობდეს არანაკლებ 50%-იან წილს/აქციებს.
2. სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კოლეჯის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელება უნდა შეთანხმდეს მის დამფუძნებელ ორგანოსთან/ორგანოებთან.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.09.2018).
რედაქციების შედარება
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — პროფესიული განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/10/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება