1. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს:
ა) პროფესიული განათლება აგრარულ დარგში;
ბ) მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება.
2. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელმა პერსონალმა იცის:
ა) მცენარეთა დაცვის/მოვლის საკითხები;
ბ) ალერგიული და მავნე მცენარეების შესახებ.
3. მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს შეუძლია:
ა) დაწესებულებაში გამწვანებასა და სისუფთავეზე ზრუნვა;
ბ) ეზოს ნარგავების მოწესრიგება, გასხვლა, გამარგვლა;
გ) ეზოს ლანდშაფტის დიზაინის შექმნა საგანმანათლებლო პერსონალთან თანამშრომლობით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი საჯარო დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 05/10/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება