მუხლი 11. სერტიფიკატის გაცემა ან სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა
თავი III — ავიასამედიცინო ცენტრი
1. სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს.
2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, განმცხადებელს მიეცემა სერტიფიკატი.
3. უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში, სააგენტო აცნობებს განმცხადებელს უარის თქმის კონკრეტულ მიზეზებს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 11, №4, 08.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4363136/muxli-11/