თავი VI — პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები
განმცხადებელს/ავიასპეციალისტს არ უნდა აღენიშნებოდეს:
ა) თანდაყოლილი და შეძენილი პათოლოგიები;
ბ) აქტიური, ლატენტური (ფარული), მწვავე ან ქრონიკული დაავადებები ან უუნარობა;
გ) ოპერაციის შემდგომი გართულებები, ჭრილობები ან დაზიანებები;
დ) თერაპიული, დიაგნოსტიკური ან პრევენციულად მიღებული მედიკამენტებით გამოწვეული უკუჩვენება ან გვერდითი ეფექტები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფუნქციონალური უუნარობის ისეთი ხარისხი, რაც ხელს შეუშლის ავიასპეციალისტს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2024.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 10/01/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება