თავი VI — პირველი და მეორე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები
1. განმცხადებელს არ უნდა აღენიშნებოდეს პირველადი ან მეორადი ავთვისებიანი სიმსივნე, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების უსაფრთხოდ განხორციელებაზე.
2. ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობის შემდეგ, ვარგისად ცნობამდე, განმცხადებელმა უნდა გაიაროს ონკოლოგიური შემოწმება.
3. პირველი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში, ხოლო მე-2 კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მაძიებლის ვარგისობის შეფასება უნდა განხორციელდეს სააგენტოსთან შეთანხმებით.
4. განმცხადებელი, რომელსაც სამედიცინო ისტორიით ან დიაგნოზით აღენიშნება ინტრაცერებრალური ავთვისებიანი სიმსივნე, უნდა შეფასდეს არავარგისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 54, №4, 08.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4363136/muxli-54/