თავი VII — მესამე კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მფლობელის მიმართ წაყენებული სამედიცინო მოთხოვნები
1. ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსის (აივ) მქონე განმცხადებელი უნდა გადამისამართდეს სააგენტოში. თუ განმცხადებლის თერაპიული მკურნალობა საფრთხეს არ უქმნის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელებას, შეიძლება მისი ვარგისად შეფასება.
2. განმცხადებელი, რომელსაც აღენიშნება მწვავე სიფილისი, მწვავე ტუბერკულიოზი, ინფექციური ჰეპატიტი და ტროპიკული დაავადებები ან მათი სიმპტომები, გადამისამართდება სააგენტოში. მისი ვარგისად შეფასება შეიძლება მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემთხვევაში, თუ თერაპიული მკურნალობა საფრთხეს არ უქმნის ავიასპეციალისტის მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების უსაფრთხოდ განხორციელება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ავიასამედიცინო ცენტრის, ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების და ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 66, №4, 08.01.2019, სარეგისტრაციო კოდი 310010010.54.066.016148 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4363136/muxli-66/