თავი V — მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისათვის უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საკითხებზე რეკომენდაციების მიცემისა და უკუკავშირის წესი
1. სკოლის დირექცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
2. სკოლის დირექცია ვალდებულია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მანდატურის სამსახურის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია წერილობითი ფორმით აცნობოს მანდატურის სამსახურს, სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 30/01/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება