1. პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს დაკავებული თანამდებობისათვის, კვალიფიკაციისათვის, სამუშაო სტაჟისათვის, დაკისრებული მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის ან განსაკუთრებული დამსახურებისათვის ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
3. პროკურორისა და პროკურატურის გამომძიებლის სახელმწიფო სპეციალური წოდებები გათანაბრებულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უწყებების მოსამსახურეების სახელმწიფო სპეციალურ წოდებებთან.
კარი VII
დასკვნითი და გარდამავალი დებულებები
გარდამავალი დებულება