1. გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობაზე მონიტორინგის მიზნით, მართვის ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს მუდმივი ზედამხედველობა.
2. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური მოჭრა, განადგურება გამოიწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული წესით.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2018.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 26/12/2018.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება