თოთოეული მხარე გამოყოფს საკონტაქტო ორგანოს, რომელიც ამ მხარისთვის წარმოადგენს წინამდებარე თავის შესრულების კოორდინაციაზე პასუხისმგებელ ორგანოს. საკონტაქტო ორგანოებია:
ჰონგ კონგ, ჩინეთის შემთხვევაში, ვაჭრობისა და ინდუსტრიის დეპარტამენტი; და
საქართველოს შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო.
თითოეული მხარე მეორე მხარეს მიაწვდის მის მიერ გამოყოფილი პასუხისმგებელი ორგანოს სახელს და აღნიშნულ ორგანიზაციაში შესაბამისი თანამდებობის პირის საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ტელეფონსა და ელ-ფოსტას.
თითოეული მხარე ვალდებულია მეორე მხარეს დროულად შეატყობინოს საკონტაქტო ორგანოსთან და შესაბამის თანამდებობის პირთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილებების შესახებ.
ვაჭრობაში დაცვითი ზომე