თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას აამოქმედოს ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა აღსრულების ეფექტიანი სისტემები იმისათვის, რომ აღმოფხვრას იმ საქონლითა და მომსახურებებით ვაჭრობა, რომლითაც ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები.
თითოეული მხარე უზრუნველყოფს TRIPS-ის შეთანხმების შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პროცედურებისა და სასჯელის/ჯარიმების გამოყენებას სულ მცირე ისეთ შემთხვევებში, როგორიცაა განზრახ სასაქონლო ნიშნის კონტრაფაქცია ან საავტორო უფლების მეკობრეობა ეკონომიკური მასშტაბით. უფლებების განხორციელების სამართლებრივი საშუალებები უნდა მოიცავდეს პატიმრობას და/ან ფულად ჯარიმებს, საკმარისს იმისათვის, რომ შემაკავებელი ფაქტორის როლი შეასრულოს და თანაზომიერი იყოს იმ სასჯელებთან მიმართებაში, რომლებიც გამოიყენება შესაბამისი სიმძიმის დანაშაულებათა შემთხვევებშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველო - ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება“, მუხლი 17, №33-HKSAR-1, 28.06.2018, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016557 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4457740/muxli-17-3/