მუხლი 5. 1. დეპარტამენტი ფუნქციურად დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში, ანგარიშვალდებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წინაშე და „სახელმწიფო შიდა ფი
თავი I — ზოგადი დებულებანი
2. დეპარტამენტი დამოუკიდებლად განსაზღვრავს აუდიტის ობიექტებს, მასშტაბს, შემოწმების სიხშირეს, დროს/პერიოდს, ანგარიშის შინაარსს და ა.შ. დაუშვებელია შიდა აუდიტორის საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება. ასევე შიდა აუდიტორებს არ აქვთ არანაირი პასუხისმგებლობა და უფლებამოსილება შეასრულონ სხვა ფუნქციები, გარდა აუდიტორული საქმიანობისა.
3. დეპარტამენტის თანამშრომლები მოქმედებენ მაღალი პროფესიული ობიექტურობით ინფორმაციის შეგროვების, შეფასებისა და გავრცელების დროს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის შემოწმებასაც ახორციელებენ. შეფასება არის დაბალანსებული, ითვალისწინებს ყველა შესაბამის გარემოებას და გამორიცხავს პირად ან სხვა მხარის მიკერძოებულ ინტერესებს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №11/ნ, 12.02.2019, სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.022.017635 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.01.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4472158/muxli-5/