მუხლი 22. მეოთხე კატეგორიის საწარმოს ანგარიშგების მოთხოვნა
თავი IV — ანგარიშგების ვებგვერდი
1. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია ვებგვერდზე ელექტრონულად მოითხოვოს მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე წვდომა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს სუბიექტის ანგარიშგების გასაჯაროებაზე პასუხისმგებელი პირის (შემდგომ - პასუხისმგებელი პირი) მობილური ტელეფონის ნომერი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი მობილური ტელეფონის ნომერზე მიიღებს ერთჯერად კოდს. იგი უფლებამოსილია აღნიშნული კოდი გადასცეს დაინტერესებულ პირს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კოდის ვებგვერდზე შეყვანის შემდეგ დაინტერესებული პირი მიიღებს წვდომას მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილ ანგარიშგებაზე.
5. მეოთხე კატეგორიის საწარმოს მიერ წარდგენილი ინფორმაცია, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით სუბიექტის თანხმობის შემთხვევაში, გადაეცემა საკრედიტო საინფორმაციო ბიურო
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 22, №ნ-6, 21.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4566308/muxli-22/