1. ადმინისტრატორი უფლებამოსილია გააუქმოს თავისი კავშირი სუბიექტთან. ამ შემთხვევაში ახალი ადმინისტრატორის რეგისტრაცია ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
2. ადმინისტრატორის კავშირი სუბიექტთან ავტომატურად უქმდება, თუ ადმინისტრატორი სუბიექტის გვერდის სხვა მომხმარებელს მიანიჭებს ადმინისტრატორის როლს.
3. თუ ადმინისტრატორის შეცვლა ვერ ხორციელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის გაუქმება შესაძლებელია ვებგვერდის ადმინისტრირების პანელიდან, სამსახურის თანამშრომლის მიერ, სუბიექტის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ სამსახურისთვის წერილობითი მიმართვის შემთხვევაში. ადმინისტრატორის სუბიექტთან კავშირის შემდეგ პირი დარეგისტრირდება ადმინისტრატორად ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების მომზადების, წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 7, №ნ-6, 21.05.2019, სარეგისტრაციო კოდი 350080000.64.076.016059 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4566308/muxli-7/