1. მშენებლობის ნებართვა გაიცემა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. მშენებლობის ნებართვაში შეიტანება შემდეგი ინფორმაცია:
ა) მიწის ნაკვეთის მისამართი და სარეგისტრაციო მონაცემები;
ბ) მშენებლობის ნებართვის გაცემის თარიღი;
გ) მშენებლობის ნებართვის ნომერი;
დ) მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა;
ე) შენობა-ნაგებობის ფუნქციური დანიშნულება;
ვ) მშენებლობის განხორციელების (ზედამხედველობის) ეტაპები;
ზ) მშენებლობის ნებართვის მფლობელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
თ) შენობა-ნაგებობის კლასი;
ი) სამშენებლო/სანებართვო პირობები;
კ) მშენებლობის ნებართვის გამცემი პირის თანამდებობა და ხელმოწერა.
3. მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, ხელმოწერასთან დაკავშრებით მოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი წეს
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-193(2კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2024
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის N255 დადგენილების მე-4, 25-ე, 26-ე მუხლებზე, ასევე,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის" 122-ე, 123-ე, 124-ე,
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 16.02.2026.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 31/05/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება